გიგი უგულავას საქმე

ბოკერია: პროცესს მოსამართლე ტურავას სტილში აჭიანურებს პროკურატურა

აშკარა სურათია, რომ ბრალდების მხრიდან სამარცხვინო ცირკი და მცდელობაა, პროცედურების და ინსტიტუტების სრული უგულვებელყოფა მოხდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ არ არსებობდა საფუძველი იმის, რომ გიგი უგულავა მჯდარიყო ციხეში. არამარტო ის, არამედ ყველა, ვინც 9 თვეზე მეტი ზის წინასწარ პატიმრობაში იმ ფაქტებზე, რაც დაჭერამდე მოხდა. სამწუხაროდ, საჭირო გახდა სასამართლო პროცესი. სამწუხაროდ, ამ პროცესს ძალიან სამარცხვინოდ, მოსამართლე ტურავას სტილში, აჭიანურებს პროკურატურა. ეს ვითარება კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რამხელა პრობლემის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა ხელისუფლების ხელში, რომელიც ყველაფერზეა კონცენტირებული საქმის კეთების ნაცვლად.

ამბობს ენმ-ის საერთაშორისო მდივანი გიგა ბოკერია. საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები