რთველი 2015

დანელია: კახელებისგან მტრის ხატის შექმნის საშიში ტენდენციაა

რატომ ვსაუბრობთ მხოლოდ ყურძენზე? ჩემთვის მარტო ყურძენი არ არის სოფლის მეურნეობის პროდუქტი. მარტო კახეთი არ არის რეგიონი, უკლებლივ ყველა რეგიონი თანაბრად მნიშვნელოვანია. თხილის ფასი ლამის მესამედზეა ჩამოსული, სიმინდის ძალიან ცუდი მოსავალია, ნახეთ, რა მოხდა შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში. მითხარით, როგორ განვსაზღვრო პრიორიტეტი? რატომ ერთი კი და მეორე - არა? ამასთან, ყურძენი მარტო კახეთში არ მოდის - მე ვიღებ ამ ლეგიტიმურ კრიტიკას. არასწორია სუბსიდირება - ამ კრიტიკასაც ვიღებ, მაგრამ წარმოგიდგენიათ, მის გარეშე რა ბედი ელოდა ამ ხალხს? ამასთან, ცუდ ტენდენციას იღებს ეს დამოკიდებულება. თვალყურს ვადევნებთ სოციალურ ქსელში: ხდება კახელების მტრის ხატის შექმნა, თითქოს ეს ხალხი უმადურია და ა.შ. ეს საშიში ტენდენციაა. მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით პოპულისტ პოლიტიკურ ძალებს, დაანებონ ამ თემით სპეკულაციას თავი. ცუდად გვხვდება თვალში, როდესაც საუბარია, რომ იცით რა, ჩვენ გადასახადს ვიხდით და ჩვენი ფულით სუბსიდირდებიან. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულება და მე განცდა მაქვს, რომ ამ პროცესის ხელის შეწყობა ხდება.

სოფლის მეურნეობის მინისტრი გადაცემა "არჩევანის" ეთერში რთველსა და ყურძნის ფასზე საუბრობს

კომენტარები