უგულავას საქმე

პეტრიაშვილი: თუ საფრანგეთში შეიძლება, საქართველოშიც დასაშვებია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის თქმით, თუკი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ყოფილი პრეზიდენტის (გაცილებით უფრო გავლენიანის, ვიდრე საქართველოს უმაღლესი პირები, ან სხვადასხვა თანამდებობის პირების არიან) დაკითხვა და მათი დაკითხვის მიზნით დაკავება შეიძლება, ეს შესაძლებელია ისეთ ახალგაზრდა დემოკრატიებში, როგორიც საქართველოა.

„ზუსტად ისეთი დემოკრატიისკენ მივისწრაფვით, როგორიც საფრანგეთია, სარკოზის საქმეში არაფერი სასიხარულო და საზეიმო (თუ ვინმემ არასწორად აღიქვა) არ დამინახავს, უბრალოდ თავად სარკოზიმაც განაცხადა, რომ ეს მის პოლიტიკურ გააქტიურებას უკავშირდება - ასე არავინ აღიქვამს“, - ამბობს პეტრიაშვილი.

მაესტროს „ცხრიანის“ ეთერში პეტრიაშვილს კითხვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ფილიპ დიმიტროვის განცხადების შესახებ დაუსვეს.

ფილიპ დიმიტროვი საინფორმაცია სააგენტო პირველთან ინტერვიუში Facebook-ის პირად გვერდზე პეტრიაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას გამოეხმაურა. „თქვენ იცით ოპოზიციის ლიდერების დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენი შეშფოთების შესახებ... მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთი წევრი Facebook-ზე სვამდა კითხვას, ხომ არ შეუჩერებენ საფრანგეთს ევროკავშირის წევრობას პრეზიდენტ სარკოზის საქმის გამო. მე ვაფასებ მის შეშფოთებას. მინდა მტკიცედ დავარწმუნო, რომ საფრანგეთს ევროკაშირის წევრობას არ შეუჩერებენ. მაგრამ, ასეთივე სიმტკიცით ვერ დავარწმუნებ, რომ ახლა, როდესაც ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელმოწერილია, ყველაფერი დანარჩენი, მათ შორის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, გარანტირებულად უნდა ჩაითვალოს“, - თქვა ფილიპ დიმიტროვმა. 

კომენტარები