ნარკოდანაშაული

საბრძოლო მასალის და ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რუსლან დ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, "გოლდ სთარ 2002"-ის მოდელის პისტოლეტი, სამი საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალების სამი აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,0311 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს. ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, გადაზიდვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

კომენტარები