რთველი 2015

პოლიციამ კახეთში მევენახეების მიერ გადაკეტილი გზა გახსნა

რუსთავი 2

პოლიციამ თელავი-ბაკურციხე-თბილისის ავტომაგისტრალის აქციის მონაწილეების მიერ გადაკეტილი გურჯაანის მონაკვეთი გახსნა, რა დროსაც, აქციის სამი მონაწილე დააკავეს. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. 

კახელი მევენახეები ამ დროისთვის კვლავ ცენტრალურ ავტომაგისტრალზე იმყოფებიან და ყურძნის ჩაბარების ფასის გაზრდას ითხოვენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, აქციები თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან გააგრძელონ.

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

კომენტარები