მთავრობის სხდომა

პრემიერი: რუსეთის ბაზრის გახსნა ძალიან დიდი შეღავათი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის

ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან მოვისმინეთ მზაობა და დასტური, რომ ჩინეთს სურს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმება საქართველოსთან. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა მთელ რეგიონში, რომელსაც ექნება თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან. ჩინეთის ბაზარი რას ნიშნავს, ეს მეწარმეებმა ჩემზე უკეთ იციან. ჩვენს მეწარმეებს ეხსნებათ უზარმაზარი ბაზარი. ჩვენ გავხსენით ბაზარი ევროკავშირთან, ვიწყებთ თავისუფალ ვაჭრობაზე მუშაობას ჩინეთთან, ჩვენი პრაგმატული და სწორი პოლიტიკის შედეგად რუსეთის ბაზარი ხელახლა გაიხსნა, რაც ასევე ძალიან დიდი შეღავათი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. მთავრობამ მოკლე დროში ყველაფერი გააკეთა, რომ ახალი ბაზრები და შესაძლებლობები გაგვეხსნა ჩვენი მეწარმეებისთვის. ახლა მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ.

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები