რთველი 2015

მევენახეებმა თელავი-ბაკურციხე-თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს

ტაბულა

კახელმა მევენახეებმა თელავი-ბაკურციხე-თბილისის ავტომაგისტრალი გადაკეტეს. ისინი ყურძნის ფასის გაზრდას რამდენიმე დღეა ითხოვენ.

ერთი საათის წინ, გურჯაანის გამგეობასთან შეკრებილ მევენახეებთან კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი მივიდა, თუმცა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა და აქციის მონაწილეები ავტომაგისტრალის გადასაკეტად დაიძრნენ.

თეთრ ყურძენს სახელმწიფო 60 თეთრად, შავს კი 85 თეთრად იბარებს. გასულ წელს მისი ფასი ორლარ-ნახევარზე მეტს შეადგენდა. რუსული ბაზრის გახსნის გამო 2014 წელს ქარხნებმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მეტი ყურძენი ჩაიბარეს. მეღვინეებიც და ქარხნებიც ჩაბარებული ყურძნის ფასისა და რაოდენობის ზრდას 2015 წელსაც ელოდნენ, თუმცა რუსეთსა და უკრაინაში დაწყებული ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ქარხნებს დიდი რაოდენობით გაუყიდავი ღვინო დარჩათ, რის გამოც წელს ნაკლებ ყურძენს იბარებენ, ამის შედეგად ბაზარზე ყურძნის ფასი თითქმის 70%-ით არის შემცირებული.

კომენტარები