რთველი 2015

სუბარი ყურძნის ფასზე: საბაზრო ეკონომიკას უნდა ვემორჩილებოდეთ

ყურძნის ფასი იქნება თუ კარტოფილის ფასი, არ იქნება ყოველთვის ერთი და იგივე. რომელიღაც წელს იმატებს, რომელ წელს იკლებს, ეს დამოკიდებულია მოსავალზე, დამოკიდებულია ბაზრებზე, დამოკიდებულია ჩვენს მსყიდველუნარიანობაზე, ეს ყველამ უნდა მივიღოთ. საბაზრო ეკონომიკა იმიტომ არის საბაზრო ეკონომიკა, რომ ამ საბაზრო ეკონომიკას უნდა ვემორჩილებოდეთ. არის ის, რა ფასიც არის და ეს არ არის ცუდი ფასი, ჩვენ რომ შევადაროთ იგივე ევროპის ფასებს. მაგალითად, საფრანგეთში, რომლის ღვინო არის მსოფლიოში ყველაზე მაღალხარისხიანი, უფრო ნაკლებია ფასი, ვიდრე გვაქვს საქართველოში.

დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი ყურძნის ფასის შესახებ მევენახეების პროტესტზე.

კომენტარები