რთველი 2015

დავითაშვილი: კახეთში აქციებზე ენმ-ს აქტივისტებს ვხედავდით, მათ ვენახი არც აქვთ

...თელავში, საგარეჯოში, ახმეტაში ჯერ ყურძენი არ არის მოწეული, ეს აძლევს საშუალებას იმ პროვოკატორებს, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და საუბრობენ რთველის წარუმატებლობაზე, რომ აიყოლიონ მოსახლეობა და ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არშესული რთველის შესახებ გააკეთონ შეფასებები. სახეებს, ვისაც ჩვენ ვუყურებდით [მევენახეების აქციებზე], კარგად იცნობს კახელი მოსახლეობა, ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის აქტივისტები და მე ვამბობ უბრალოდ, დანარჩენი საზოგადოებისთვის, რომ ბევრ ამ ადამიანს არ გააჩნია თვითონ ვენახიც კი, და ადამიანები, ვინც მათ ხელმძღვანელობენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ რაღაცეებისკენ, ეს იყვნენ ისინი, ვინც თვითონ უკრძალავდა ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ყურძნის მიღებას თავიანთი მეგობრებისგანაც კი და მე ვარ ამის მოწმე. მე არ გახლავართ ხელისუფლებაში მხოლოდ ბოლო ორი წელიწადი, 15 წელია ვარ ინდუსტრიაში - ღვინის ასოციაციის ხელმძღვანელი გახლდით, აქდან გამომდინარე, ყველა კონკრეტულ ფაქტზე მაქვს ინფორმაცია.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ყურძნის ჩასაბარებელი ფასის შესახებ მევენახეების პროტესტზე.

კომენტარები