11 სექტემბერს საღამოს ერევნის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტები დენზე ტარიფების გაზრდის წინაღმდეგ გამოდიან. მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან ბარგამიანის გამზირის მიმართულებით მოეწყო, სადაც დემონსტრანტებს პოლიციის კორდონი დახვდათ. აქტივისტები ამჟამად ბაგრამიანის გამზირზე არიან შეკრებილი.
მოძრაობა „არა ძარცვას" ერევანში ივნისის ბოლოს დაიწყო. აქციები ქალაქის ცენტრში ელექტოენერგის დაგეგმილი გაძვირების წინააღმდეგ ორ კვირას გაგრძელდა. მაშინ ხელისუფლება მოსახლეობას ტარიფების ზრდის სუბსიდირებას და რუსეთის მფლობელობაში მყოფ ადგილობრივ ელექტროგამანაწილებელ კომპანიაში საერთაშორისო აუდიტის ჩატარებას დაპირდა.
თუმცა, როგორც აქტივისტებმა დღეს განაცხადეს, მთავრობას პირობა დღემდე არ შეუსრულებია, მოსახლეობამ კი არ იცის, რა ფასი უნდა გადაიხადოს დენში, რადგან გასული თვის ქვითრები აბონენტებს ამ დრომდე არ მისვლიათ.





