რთველი 2015

გურჯაანში აქციის დაკავებული მონაწილეები გაათავისუფლეს

ShutterStock

გურჯაანში, მევენახეების საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ოთხი პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა ადმინისტრაციული წესით დაკავებულების სასამართლო განხილვა 18 სექტემბრისთვის გადადო, რადგან პოლიციამ დღევანდელ პროცესზე დაკავებულების დაუმორჩილებლობის მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და მტკიცებულებების შესაგროვებლად დრო ითხოვა.

ოთხი პირი დღეს გურჯაანში გამართულ საპროტესტო აქციაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც პოლიცია თელავი-გურჯაანი-თბილისის მთავარი მაგისტრალის გახსნას ცდილობდა. შსს-ს ინფორმაციით, ოთხივე დაკავებულს 173-ე მუხლით წარედგინა ბრალდება, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

კომენტარები