რთველი 2015

სამანიშვილი: თუ ოდნავ გავზრდით ღვინის მოხმარებას, ჭარბი ყურძენი არ გვექნება

ჩვენ გვჭირდება ის ყურძენი, რაც გვაქვს. თუ ოდნავ გავზრდით ღვინის მოხმარებას, ჭარბი ყურძენი საქართველოში არ გვექნება. პერსპექტივაში, ჩვენი ვენახი კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს. შემცირებაზე არ არის საუბარი. ჩვენ რეალური პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ შევიქმენით პრობლემა სუბსიდიებით და უხეში ჩარევით ბაზარზე. წელს ცოტა რთული იქნება იმის გადალახვა, რომ მოლოდინი მაღალ ფასზეა, რეალურ ფასთან შეგუება კი ყველას უჭირს. ნელ-ნელა ესეც თავისით დალაგდება. ძალიან მალე ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება. ჩვენი დარგი ზედმეტ ჩარევას არ საჭიროებს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმდჯომარის გიორგი სამანიშვილის ინტერვიუ ბლოგ მარანთან.

კომენტარები