ნარკოდანაშაული

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ორი უცხოელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი უცხოელი დააკავეს. შსს-ს ცნობით, კოლუმბიის მოქალაქემ, 1971 წელს დაბადებულმა დელია ქსიომარა რ-მ და ბრაზილიის მოქალაქემ, 1983 წელს დაბადებულმა პრისილა სილვა ლ-მ სან პაულოდან დუბაის გავლით, დუბაი-თბილისის რეისით საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი შემოიტანეს. სამართალდამცველებმა დელია ქსიომარა რ-ს პირადი ჩხრეკისას 1 კილო და 0,75 გრამი თხევადი კოკაინი, ხოლო პრისილა სილვა ლ-ს პირადი ჩხრეკისას 1 კილო და 220,37 გრამი კოკაინის ფხვნილი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები