თამაზ მეჭიაური

ბერძენიშვილი: მეჭიაურის არაადეკვატურობამ თანამდებობრივ ზრდასთან ერთად იმატა

თამაზ მეჭიაურის განცხადებების არაადეკვატურობამ იმატა პარლამენტში მისი თანამდებობრივი ზრდის პირდაპირპროპორციულად. ბუნებრივია, მე სერიოზულად არ აღვიქვამ ამ განცხადებას. ნახევარი მთავრობა და ნახევარი პარლამენტი აღმოჩნდა ამ განცხადების სუბიექტი, ადრესატი, არა მხოლოდ პრეზიდენტი. თუმცა, როგორც ჩანს, ამაზე მეჭიაურს ძალიან მკაფიო წარმოდგენა არ აქვს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი მის კოლეგა თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე, რომელმაც გუშინ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მისამართით თქვა - "ივანიშვილმა სოროსელს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".

კომენტარები