თამაზ მეჭიაური

ბერძენიშვილი: ფრაქციამ მეჭიაურს უნდა უთხრას, რომ ეს არ არის სწორი ტონი

ეს იყო პრეზიდენტისთვის გულის ტკენის მიზნით და ეს სწორი არ მგონია. პრეზიდენტის შეურაცხყოფა არ შეიძლება. ქვეყანას ისეთი პრეზიდენტები ჰყავდა, რომელიც შეიძლება ფრიადოსნები არ იყვნენ, მაგრამ ინსტიტუტის შეურაცხყოფა არ შეიძლება. ფრაქციამ უნდა უთხრას, რომ ეს არ არის სწორი ტონი. პრეზიდენტის ვეტო მისი უფლებაა, აბა, რისთვის არის ის კაცი. გაუგებარია მისი გაღიზიანება. სხვა გამოსვლაზე მეცინებოდა, მაგრამ აქ სად გავიცინო, არ ვიცი. ბოდიში შინაგანი მოთხოვნილებაა და როგორ შეიძლება ეს ვინმეს ასწავლო? კოლეგა ბოდიშს თვითონ მოიხდის, როცა საჭიროდ ჩათვლის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი თამაზ მეჭიაურის განცხადებაზე - "ივანიშვილმა [საქართველოს პრეზიდენტს] სოროსელ ენჯეოშნიკს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა".

კომენტარები