პრეზიდენტის ვეტო

მეჭიაური: ივანიშვილმა სოროსელს საქსოვი ჩხირები გააგდებინა და ვეტოთი აღჭურვა

ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდნენ ჩვენი კოლეგები უმცირესობიდან, რომ მას უნდა უზურპაცია გაუკეთოს ხელისუფლებას, ეროვნულ ბანკს და ასე შემდეგ. მე პირიქით გავაკრიტიკებ მას, იმისათვის, რომ როცა ამის საშუალება ჰქონდა მას და როცა ალბათ პასტას და ფურცელს ვერ გააგდებინებდნენ მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, მაშინ იმას აპატია…

და მეორე კიდევ, რაშიც დავადანაშაულებ ბატონ ბიძინა ივანიშვილს,არის ის, რომ მან ერთი ენჯეოშნიკი სოროსელი, როცა მაშინ მას ეჭირა საქსოვი ჩხირები, ის გააგდებინა ხელიდან და ვეტოთი აღჭურვა, რომლითაც დღესდღეობით ნერვებს გვიშლის ჩვენც და მოსახლეობასაც.

 

განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭაურმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებს იხილავენ და კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას უნდა უყარონ კენჭი.

კომენტარები