შუალედური არჩევნები

შუალედური არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება

ცესკო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს დანიშნა.  

პარლამენტის შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით საგარეჯოსა და მარტვილში ჩატარდება. 

საკრებულოს შუალედური არჩევნები კი დმანისის, ვანის, ხობისა და საგარეჯოს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. 

შუალედურ არჩევნებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.

კომენტარები