კრიმინალი

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე დაჭრილია, მისი თანმხლები პირი გარდაიცვალა

metro.us

როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, დღეს გვიან საღამოს, ოქროყანის მიდამოებში სროლის შედეგად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა დაიჭრა, მის თანმხლები პირი კი გარდაიცვალა. ლევან გვაზავას მდგომარეობა მძიმეა.

შსს-ში ინფორმაციას დანაშაულის შესახებ ადასტურებენ, თუმცა დაზარალებულთა ვინაობას არ აკონკრეტებენ. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, მეორე კი დაშავდა. გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები