რუსეთი

როსკომნადზორმა რუსეთში ვიკიპედიის დაბლოკვა გადაიფიქრა

WIKIPEDIA

რუსეთის კომუნიკაციების ზედამხედველობის უწყებამ ვიკიპედიის დაბლოკვა გადაიფიქრა. როსკომნადზორის განცხადებით, ვიკიპედიის სადავო მასალა, რომლის დაბლოკვაც მთელი სერვისის დაბლოკვას გამოიწვევდა, აკრძალული საიტების სიიდან ამოიღეს. 

მანამდე გადაწყვეტილება ვიკიპედიის ერთ-ერთი ლინკის დაბლოკვის შესახებ ასტრახანის ოლქის სასამართლომ მიიღო. ეს გვერდი სიტყვა "ჩარასის" რამდენიმე განმარტებას შეიცავდა, საიდანაც ერთ-ერთი ნარკოტიკულ საშუალებას ნიშნავს. სწორედ ეს გახდა აკრძალვის მიზეზი.

პროვაიდერებმა რუსეთში ვიკიპედიის დაბლოკვა დაიწყეს. თუმცა მოგვიანებით უწყებამ განაცხადა, რომ გვერდი დარედაქტირებულია და აკრძალვა მოიხსნა.

კომენტარები