გაზმომარაგება

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეუწყდება

http://globe-views.com

თბილისის რამდენიმე ქუჩას დღეს გაზმომარაგება შეუწყდება. ყაზტრანსგაზ თბილისის ცნობით, ვაკის რაიონში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე გაზგამანაწილებელი პუნქტი #91-ის გეგმური რევიზია-პროფილაქტიკის მიზნით, 24 აგვისტოს, 11:00-დან 17:00-მდე, აღნიშნული რეგულატორი გაითიშება.

კომპანიის ინფორმაციით, გაზმომარაგება შეუწყდება კეკელიძის ქუჩა 62, 64-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და მარაბდის, შატბერაშვილის ქუჩისა და შატბერაშვილის ხევის კერძო სექტორის მოსახლეობას (სულ 365 აბონენტი).

ყაზტრანსგაზ თბილისი აცხადებს, რომ გაზმომარაგება სამუშაოს დასრულებისთანავე აღდგება. 

კომენტარები