ტერაქტი თურქეთში

სტამბოლში, დოლმაბახჩეს სასახლესთან აფეთქება მოხდა

REUTERS

სტამბოლის ცენტრში, დოლმაბახჩეს სასახლესთან აფეთქება მოხდა. როგორც ბიბისი თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, სასახლის შესასვლელში ჯერ აფეთქების, შემდეგ სროლის ხმა გაისმა. პოლიცია ორ შეიარაღებულ ადამიანს ეძებს. ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები გამოჩნდა, თუმცა დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

მანამდე ე. წ. ისლამური სახელმწიფოს ლიდერებმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელეს, რომელშიც თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დაემუქრნენ და მას სატანა და მოღალატე უწოდეს. ისლამისტები აცხადებენ, რომ სტამბოლს აიღებენ.

კომენტარები