დუშეთის პოლიციამ სოფელ წილკანში მიწაში ჩაფლული ადამიანის გვამი აღმოაჩინა - გვამის აღმოჩენის შემდეგ, საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 1959 წელს დაბადებული გელა ქ. სოფელ ანანურში, ტყეში ხეებს ჭრიდა, რა დროსაც, გაუფრთხილებლობით, იქვე მიმავალმა, 1935 წელს დაბადებულმა ვასილ მ-მ მოჭრილი ხის მორით სხეულის დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, გარდაცვლილის ცხედარი იმავე დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში გადაიტანა და თავის საკარმიდამო ნაკვეთში დამარხა.
ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. პოლიცია მის თანამზრახველებს ეძებს.





