გაზმომარაგება

ვაკისა და სამგორის რაიონების ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება

http://globe-views.com

ვაკისა და სამგორის რაიონების ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეეზღუდება. ვაკისა და სამგორის რაიონებში მდებარე გაზგამანაწილებელ პუნქტებში ჩასატარებელი გეგმური, სარევიზიო-პროფილაქტიკური სამუშაოს გამო, 17 აგვისტოს, 11:00-დან 17:00 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩას (920 აბონენტს); მოსკოვის გამზირის N 33, 35, 37, 39, 41, 43, აგრეთვე მოსკოვის გამზირის II, IV, V კვარტლებსა და V კვარტლის I კომპლექსს (2430 აბონენტს).

"ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. 

"მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის", - აცხადებს კომპანია. 

კომენტარები