რუსთავი 2-ის საქმე

ხალვაში: თუ მოსამართლეზე არ იძალადეს ნაცებმა, ამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ

"თუ მოსამართლეზე არ იძალადეს ნაცებმა თავიანთი ლობით, ამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ", - ამის შესახებ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ipress-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს. 

"აქამდეც არაერთხელ მივმართე სამართლებრივ ზომებს. პირველი სარჩელი 2008 წლის დეკემბერში შევიტანე. მეორე - 2009 წელს, მერე 2013 წლის დასაწყისში. არანაირი რეაგირება რომ არ განახორციელეს, პირდაპირ სასამართლოს მივმართე", - ამბობს ქიბარ ხალვაში. 

მისივე თქმით, მას სამართლიანობის აღდგენის და სასამართლოს იმედი აქვს. 

"თუ სასამართლო დაადგენს, რომ მე ჩემი ნების წინააღმდეგ დამათმობინეს წილი, შემდგომი გარიგებები კი ფიქტიური იყო, რაც მთელმა საქართველომ იცის, თუ მოსამართლეზე არ იძალადეს ნაცებმა თავიანთი ლობით, ამ საქმეს აუცილებლად მოვიგებთ".

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 აგვისტოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2-ის ქონება სრულად დაყადაღებულია. ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელი 4 აგვისტოს შეიტანა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება მოითხოვა.

კომენტარები