ქართული ფეხბურთი

კალაძე: სახელმწიფო შეეცდება ფეხბურთში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას

მე მგონი დაუმთავრდა უკვე ვადა, დაველოდოთ, ვნახოთ, ვინ იქნებიან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატები, მოვისმენთ რა პროგრამები ექნებათ, ვინ როგორ აპირებს ქართული ფეხბურთის გაძლიერებას, აღორძინებას. ჩვენთვის მთავარი არის, ქართული ფეხბურთი ამოვიყვანოთ იმ ჭაობიდან, სადაც დღეს ვიმყოფებით. მე ვფიქრობ, ეს არის ნებისმიერი გულშემატკივრის ოცნება, რომ ჩვენ მივხედოთ ჩვენს ქართულ ფეხბურთს, საქართველოს ჩემპიონატს და ამაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, ჩვენ, ვეცდებით მივიღოთ მონაწილეობა, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი, კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის,ზვიად სიჭინავას, გადადგომის შესახებ.

კომენტარები