ტელეკომპანია რუსთავი 2

ბოკერია რუსთავი 2-ის საქმეზე: ეს ნაბიჯი მთავრობას კატასტროფულ შედეგს მოუტანს

ეს ბრძოლა დიდი ხანია, გამოცხადებულია. ბიძინა ივანიშვილის ერთადერთი ამოცანაა ძალაუფლების შენარჩუნება. ამ საქმეში მას ხელს უშლის საზოგადოების თავისუფალი ნება. რუსთავი 2 ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა იმიტომ, რომ ამ საზოგადოების ინფორმირებას ახდენს. სხვა ხედვა იმისთვის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ, არ გააჩნიათ - უნდა შეუზღუდონ საზოგადოებას ინფორმაციის წყაროები და ამიტომ არის რუსთავი 2 სამიზნე მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს ბოლო ნაბიჯი ძალიან სახიფათოა, ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიისთვის, მაგრამ კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება ხელისუფლებისთვის და, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკური ფიგურისთვის.

ენმ-ის საერთაშორისო მდივანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ქონების ნაწილის დაყადაღებაზე.

კომენტარები