ტელეკომპანია რუსთავი 2

ბაქრაძე: ქიბარ ხალვაში არის ჭანჭიკი დიდ სახელისუფლებო თამაშში

ძალიან ბევრი ნაბიჯი და ფაქტია, რომელიც ადასტურებს ხელისუფლების დაინტერესებას იმ ყველაფრით, რაც დღეს ხდება. ამიტომ ჩვენ საქმე გვაქვს ბევრად უფრო სერიოზულ პროცესთან, ვიდრე ეს არის ერთი ადამიანის ან რამდენიმე ადამიანის საჩივარი რუსთავი 2-ის წინააღმდეგ - იქნება ეს ხალვაში, აქიმიძე, დვალი თუ ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელმაც შეიძლება სარჩელი შეიტანოს. უნდა კარგად გვესმოდეს, ეს ადამიანები არიან, უბრალოდ, ჭანჭიკები დიდ სახელისუფლებო თამაშში. დიდი სახელისუფლებო თამაშის მიზანია, ქვეყანაში აღარ არსებობდეს არხი, რომელიც ყველაზე ობიექტურად, მწვავედ და თავისუფლად საუბრობს ქვეყნის და საზოგადოების წინაშე მდგომ პრობლემებზე.

ენმ-ის ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთავი 2-ის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე.

კომენტარები