უბედური შემთხვევა

ლიბიის სანაპიროებთან ახლოს ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების ნავი გადაბრუნდა

bbci.co.uk

ლიბიის სანაპიროებთან ახლოს ევროპისკენ მიმავალი მიგრანტებით სავსე ნავი გადაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნავზე 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა. 400-ის გადარჩენა უკვე მოხერხდა. 25 ადამიანის ცხედარი იპოვეს.

აფრიკიდან და აზიიდან ევროპისკენ მიმავალი მიგრანტების რიცხვი ბოლო რამდენიმე თვეა, რეკორდულად გაიზარდა. ისინი ხმელთაშუაზღვის გავლით ნავებით ცდილობენ ევროპის სანაპიროებამდე მიღწევას. მხოლოდ 2015 წლის მონაცემებით, ხმელთაშუა ზღვაში, ევროპისკენ გზაზე 2000-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა.

კომენტარები