საფონდო ბირჟა

საბერძნეთის საფონდო ბირჟა 23%-ით დაეცა

ათენის საფონდო ბირჟა
radionz.co.nz

ათენის საფონდო ბირჟა ხუთკვირიანი დახურვის შემდეგ 3 აგვისტოს გაიხსნა, გახსნიდან რამდენიმე წუთში ათენის მთავარი საფონდო ინდექსი 23%-ით დაეცა. უფრო მეტად, 30%-ით დაეცა ქვეყნის უმსხვილესი ბანკის "საბერძნეთის ბანკის" აქციების ფასები. საფონდო ბირჟა გასული ხუთი კვირის მანძილზე სწორედ აქციების ვარდნის თავიდან ასარიდებლად იყო დაკეტილი.

ათენის ბირჟის ვარდნა მოვაჭრეთა უმრავლესობისთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა, რადგანაც საბერძნეთში ინვესტორთა მოლოდინები მკვეთრად არის გაუარესებული, რის გამოც მრავალი ინვესტორი ბერძნული კაპიტალის გაყიდვას და თანხის უფრო სტაბილურ ბაზარზე დაბანდებას ფიქრობს. 

ევროპელმა ლიდერებმა საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით შეთანხმებას 13 ივლისს მიაღწიეს, შეთანხმების მიხედვით ევროკავშირი საბერძნეთს ახალ დახმარების პაკეტს გამოუყოფს, შეთანხმების მისაღწევად საბერძნეთმა რეფორმების პაკეტის იმპლემენტაცია უკვე მოახდინა. დღეისათვის საბერძნეთის ფინანსური სექტორი ევროპის ცენტრალური ბანკის ECB-ის €90-მილიარდიან ფინანსური დახმარების პროგრამაზე არის დამოკიდებული, რომლის გარეშეც საბანკო საფინანსო სექტორის ჩამოშლა გარდაუვალია. 

 

 

 

კომენტარები