ხანძარი

მასშტაბური ხანძრების გამო კალიფორნიაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

AP Photo

კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრების გამო შტატის გუბერნატორმა ჯერი ბრაუნმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მეხანძრეები მთელი კალიფორნიის მასშტაბით ებრძვიან ფერდობებსა და მთიან მასივებში გაჩენილ ხანძრებს. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში მონაწილეობას 8 ათასზე მეტი მეხანძრე იღებს.

სტიქია განადგურებით ხუთი ათასზე მეტ სახლს ემუქრება. აღმოჩენილი ხანძის კერების რაოდენობა 2500-ს აღემატება. ცენტრალურ კალიფორნიაში 600-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ხანძარს ერთი მეხანძრის სიცოცხლე უკვე ემსხვერპლა. 

ხანძრების მიზეზი რეკორდული გვალვა გახდა, რომელმაც შტატის სოფლის მეურნეობის სექტორს მრავალმილიონიანი ზარალი უკვე მოუტანა.

კომენტარები