უბედური შემთხვევა

გრიგოლეთში მომხდარ ავტოავარიას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

metro.us

გრიგოლეთში მომხდარ ავტოავარიას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მერსედესის მარკის ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც, მერსედესს ცეცხლი გაუჩნდა. მანქანაში მყოფი ექვსივე ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვი. 

მიკროავტობუსში მჯდომი სამივე მგზავრი გადარჩა, თუმცა, ერთ-ერთი ქალი, რომელიც სხეულის დაზიანებების გამო, სასწრაფო დახმარების მანქანას ფოთის საავადმყოფოში გადაჰყავდა, სუფსის გადასახვევთან მომხდარ კიდევ ერთ ავარიას ემსხვერპლა. ერთმანეთს შეეჯახნენ სასწრაფო დახმარების მანქანა და პოლიციის ავტომობილი. მძიმედ დაშავებული ექიმები და პოლიციელები ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც 2 ან მეტი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.

კომენტარები