თალიბანი

BBC: თალიბანის ლიდერი მულა ომარი ცოცხალი აღარ არის

bbc.com

თალიბანის ლიდერი მულა ომარი ცოცხალი აღარ არის. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავღანეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობთ ავრცელებს. წყაროების მტკიცებით, თალიბების ლიდერი უკვე ორი-სამი წლის გარდაცვლილია, თუმცა ეს ფაქტი არ ხმაურდებოდა. BBC-ის ცნობით, თალიბანის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ოფიციალურ კომენტარს გავრცელებული ცნობის შესახებ მოგვიანებით გააკეთებენ.

55 წლის მოლა ომარი თალიბანს 1996 წლიდან მეთაურობდა. შეერთებულ შტატებს მის დაკავებაში დახმარებისთვის ჯილდოდ 10 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

 

კომენტარები