საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) პროკურორი თალიბანის ორი ლიდერის დაკავების ორდერების გაცემას ითხოვს.
ICC-ს პროკურორმა 23 იანვარს თქვა, რომ მან თალიბანის ლიდერების, მათ შორის თალიბანის უზენაესი სულიერი ლიდერის ჰაიბათულაჰ ახუნდზადას დაკავების ორდერის გაცემა მოითხოვა.
ბრალდებები მოიცავს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, რომლებიც ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ დისკრიმინაციას უკავშირდება.
როგორც წერს Deutsche Welle, პროკურორმა ქარიმ ხანმა აღნიშნა, რომ არსებობს გონივრული საფუძველი ეჭვისთვის, რომ ჰაიბათულაჰ ახუნდზადასა და მთავარ მოსამართლეს, აბდულ ჰაკიმ ჰაქანის "კრიმინალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, რომელიც სქესობრივი ნიშნით დევნას გულისხმობს".
ხანმა ასევე აღნიშნა, რომ ავღანელი ქალები და გოგონები, ისევე როგორც LGBTQ+ საზოგადოების წევრები, "თალიბანის მხრიდან უპრეცედენტო, გაუმართლებელი და მუდმივი დევნის ქვეშ არიან".





