ეკონომიკური ზრდა

ტყემალაძე: 10% და 20%-იან ეკონომიკურ ზრდას არცერთმა ქვეყანამ არ უნდა მიაღწიოს

ბენდუქიძემ თქვა, რომ საქართველომ უნდა 10%-იან ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს თუ უნდა, რომ წარმატებული იყოს, თორემ წარმატებისთვის 4% და 5%-იანი ზრდა არაფერს არ ნიშნავს. არ არის ეს სწორი, თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ არ არის ეს სწორი, რას ქვია 10%-იანი და 20%-იანი ზრდები? წლის განმავლობაში ასეთი ზრდისთვის არცერთ ქვეყანას არც მიუღწევია და არც უნდა მიაღწიოს. ის თუ როდესმე არსებობდა, ან სადღაც აი ესეთი ზრდები ჩემო ბატონო მიხეილ (მიხეილ მაჭავარიანს მიმართავს) ის სხვა იყო და ის ბოდიში და რაღაცა წუმპიდან ამოყვანის პროცესი იყო და იმ წუმპეშიც ვინ შეიყვანა ისიც გასარკვევია. ამიტომ არ გვიდნა ესეთი ლაპარაკები და თითის გაშვერა. 

განაცხადა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ ტყემალაძემ მიხეილ მაჭავარიანის საპასუხოდ.

კომენტარები