რას აკეთებს ის [ვლადიმირ პუტინი] ახლა? ის ცდილობს პროპაგანდისტული ზეწოლის განხორციელებას ბალტიის ქვეყნებზე, ინტენსიურ ზეწოლას მოლდოვაზე, რუმინეთზე, პოლონეთსა და საქართველოზე. ყოველ რამდენიმე დღეში რუსები წევენ მავთულხლართებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 50, 100 მეტრით და ისინი სულ უფრო და უფრო წინ მოიწევენ. რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, რომელსაც ხელი საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით მოეწერა. ისინი აგრძელებენ დაკავებული ტერიტორიის გაფართოებას და შეჰყავთ რუსები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
tbl.ge/hzn
დაკოპირდა

თქვა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა 21 ივლისს, ჰადსონის ინტიტუტში გამართულ დისკუსიაზე, რომელიც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გამოწვევებს მიეძვღვნა. მაკკეინმა საქართველოში რუსი ოკუპანტების ქმედებებზე უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის კონტექსტში ისაუბრა.
ამავე თემაზე
- კალასის თქმით, EU-ს უსაფრთხოების ინტერესებში საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანაც შედის
- 2 აპრილს, რუსი ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
- სუს: ოკუპანტების მიერ 2026 წლის 20 იანვარს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
- სუს: ოკუპანტების მეირ 2025 წლის 23 დეკემბერს დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
- ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე თავისუფალია - სუს




