კრიმინალი

საქართველოს მიერ მკვლელობის მცდელობისთვის ძებნილი პირი ბულგარეთში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს მიერ ძებნილი პირი ბულგარეთში დააკავეს. შსს-ს ცნობით, 1971 წელს დაბადებული ზაზა ბ. თბილისისა და სოფიის ინტერპოლის ბიუროების ერთობლივი საქმიანობის შედეგად, ბულგარეთის რესპუბლიკაში, სილისტრაში აიყვანეს.

ზაზა ბ-ს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები 2009 წლიდან ეძებდნენ. მას ბრალად მკვლელობის მცდელობა ედება. გამოძიების ცნობით, 2009 წლის 27 სექტემბერს ზაზა ბ-მ ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით მოქალაქეს ცივი იარაღით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

"აღნიშნული პიროვნების ბულგარეთის რესპუბლიკაში დაკავების შესახებ თბილისის ინტერპოლის ბიურომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავარ პროკურატურას აცნობა. აღნიშნული უწყებების მიერ მოწოდებული მასალების საფუძველზე ხსენებული პიროვნების მიმართ ამჟამად მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები", - აცხადებს შსს.

 

კომენტარები