მე ვთვლი, რომ უკეთესია, მაჟორიტარული სისტემა გაუქმდეს, მე მქონდა შენიშვნები თავის დროზე, როცა პრემიერი ვიყავი. ყველასთანაც შეიძლება მქონდა რაღაც ტიპის შენიშვნები. იდეალური კიდევ მოგახსენებთ, არც მე არ მაქვს პრეტენზია და არც ნურავის ნუ ექნება, არავინ არ არის იდეალური, ყველას გვეშლება, მაგრამ ზოგად სწორებას ყველანი ახერხებდნენ, ზოგად სწორებას, რაც გვინდოდა ჩვენ, შეძლების ფარგლებში ყველა ახერხებდა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება უკეთესი პარლამენტი, უნდა იყოს მეტი პროფესიონალი. ვინც შედის იქ, სწორედ კანონის წარმოებაზე უნდა იმუშაოს და არა ის, რომ ძალიან ბევრი იქ მოსაწყენად ზის და არ იციან, რა ქნან პრინციპში. მაგრამ ეს არ არის მათი ბრალი, ეს იყო საერთო სიტუაცია, იყო საერთო მოთხოვნილება და იმ შესაძლებლობიდან, იმ რეალობიდან, რაც მაშინ არსებობდა, მე მქონდა გარკვეული წვლილი და მე ვიმართლებ თუ გნებავთ თავს, რომ მე მეტი ვერ შევძელი და ჩვენმა საზოგადოებამაც მეტი ვერ შეძლო.
tbl.ge/7uh
დაკოპირდა

ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი გურიანიუსთან ინტერვიუში.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




