თავდაცვა

ხიდაშელი ჩეხ კოლეგას NATO-ს სამიტსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ესაუბრა

facebook.com/mod.gov.ge

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი პრაღაში ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს მარტინ სტროპნიცკის შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ოფიციალურ შეხვედრაზე ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვარშავაში დაგეგმილ NATO-ს სამიტსა და საქართველოს NATO -სა და ევროკავშირთან ურთიერთობის აქტუალურ საკითხებზე. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. ჩეხმა კოლეგამ კიდევ ერთხეულ დაადასტურა ჩეხეთის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ,  - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.  

კომენტარები