სტიქია კახეთში

სეტყვამ, ქარმა და ძლიერმა წვიმამ კახეთის რეგიონი დააზარალა

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

სეტყვამ, ქარმა და ძლიერმა წვიმამ კახეთის რეგიონი დააზარალა. გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, უხვი ნალექის გამო, მდინარე ახაშენის ხევი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლის ერთი ნაწილი დატბორა, მათ შორის, 25 საცხოვრებელი სახლი. ხევიდან მოტანილმა ქვა-ღორღმა კი, სოფელში გამავალი სარკინიგზო მაგისტრალი ჩახერგა.

ძლიერი სიტყვის შედეგად, თელავის რაიონის სოფლები, ნაფარეული, კინდოლი, ვანთა და აკურა დაისეტყვა. ძლიერმა ქარმა კი, თელავი-ნაფარეულის მაგისტრალზე, ლოპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეები მოგლიჯა. 

სტიქიამ ყვარლის რაიონიც დააზარალა. ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად სოფელ სანავარდოში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშე დარჩა. ინტერპრესნიუსის კორესპონდენტის ცნობით, სტიქიამ ვენახები და საზამთროს ბაღებიც დააზიანა. ქარიშხალმა სოფელ გავაზში კაკლის ხეები მოგლიჯა და სოფელთან დამაკავშირებელი გზა ჩახერგა. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, გზების გაწმენდითი და დატბორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები დილიდან მიმდინარეობს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, საცხოვრებელი სახლების გადახურვას დღეიდანვე დაიწყებენ. ზარალს კომისიები ითვლიან. 

 

კომენტარები