ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ კახეთში რამდენიმე სოფელი დააზარალა.
სტიქიამ ლაგოდეხის რაიონის სოფლები - ნინიგორი, გიორგეთი და აფენი დააზარალა. სტიქიის შედეგად დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო ნარგავები.
ძლიერი წვიმის დროს სოფლებში ელექტროსადენები დაზიანდა და ამ დროისთვის მათ ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებათ.
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ დააზარალა გურჯაანის რაიონიც. ძლიერი წვიმის შედეგად სოფელ ვაზისუბანში დაიტბორა სახლების პირველი სართულები და სარდაფები.
დაზარალებულები დახმარებას ხელისუფლებისგან ელიან. ზიანის კონკრეტული ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.