ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთში ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი მსხალგორი დააზარალა.
სტიქიის შედეგად დაიტბორა სახლების პირველი სართულები. ადგილობრივების თქმით, დაზიანდა ავეჯი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სტიქიამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა, ასევე, დაეხოცათ შინაური ფრინველი.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, ლაგოდეხიდან 38 გამოძახება დაფიქსირდა. უწყების ინფორმაციით, ეზოებიდან წყლს ამოტუმბვის სამუშაოები მიმდინარეობს.