კახეთში, ლაგოდეხისა და თელავის რაიონებში ძლიერმა სეტყვამ და ქარმა 7 სოფელი დააზარალა.
სეტყვის გამო, განადგურებულია ვენახები, ბოსტნეული და ხეხილი. ძლიერი ქარის შედეგად, ერთ-ერთი მოსახლის სახლს სახურავი მთლიანად აქვს გადახდილი.
მოსახლეობის თქმით, სტიქიის ხანგრძლივობა დაახლოებით 20 წუთი იყო.
ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ზარალის შესწავლას კომისია დღეიდან დაიწყებს.