სტიქია კახეთში

კახეთში, გადაუღებელი წვიმის გამო, მდინარეები ადიდდა და რამდენიმე სოფელი დაიტბორა

რუსთავი 2

კახეთში, გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეები ადიდდა და რამდენიმე სოფელი დაიტბორა. 

ყვარლის სოფლებში დატბორილია სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახები და მესაქონლეობის ფერმები.

წყალდიდობაა ლაგოდეხშიც. სტიქიის შედეგად, მუნიციპალიტეტის რვა სოფელი: გურგენიანი, ცოდნისკარი, ვარდისუბანი, კართუბანიგიორგეთი, აფენი, ჭაბუკიანი და ლელიანი დაიტბორა.

დატბორილია სახლების პირველი სართულები, მოსახლეობა ამბობს, რომ ყურადღებას არ აქცევენ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს. 

კომენტარები