ტერაქტი თურქეთში

ტერაქტის შემდეგ, თურქეთში TWITTER დაიბლოკა

AFP

თურქეთში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ტვიტერი დაიბლოკა, იმ მიზეზით, რომ სოციალურ ქსელში ტერაქტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალები გამოქვეყნდა. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ აკრძალვა მოიხსნება, თუ ეს მასალები წაიშლება.

დღეს ქალაქ გაზიანტეპში ტერაქტის შედეგად დაღუპულები დაკრძალეს. სირიის საზღვარზე, ქალაქ სურუჩში აფეთქების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. მათი უმრავლესობა ეთნიკური ქურთები არიან. ხელისუფლების ცნობით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა - 20 წლის სტუდენტმა განახორციელა. ტერაქტის ორგანიზატორი სავარაუდოდ ისლამური სახელმწიფოა. 

 

კომენტარები