მალაიზიური ბოინგი

რუსეთმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის საკუთარი პროექტი წარუდგინა

Reuters

რუსეთმა გაეროს უშიშროების საბჭოს უკრაინაში მალაიზიური ბოინგის კატასტროფის შესახებ საკუთარი რეზოლუცია წარუდგინა. ის მალაიზიის წარმოდგენილი პროექტისგან იმით განსხვავდება, რომ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას არ ითვალისწინებს.

რუსეთის წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა განაცხადა, რომ ასეთ ტრიბუნალის შექმნა გაეროს ნორმებს არ შეესაბამება. მანამდე ამ იდეას კონტრპროდუქტიული ვლადიმირ პუტინმა უწოდა. ჩურკინის თქმით, იგი უშიშროების საბჭოში რეზოლუციის რუსული პროექტის განხილვით კმაყოფილია და იმედი აქვს, საბჭოს წევრები კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ნიდერლანდების მიერ წარმოებული გამოძიების დასკვნის დეტალების მიხედვით, რაც მედიაში მოხვდა, სამგზავრო ლაინერი სეპარატისტების კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაშვებული რაკეტით ჩამოაგდეს. ამ ვერსიას საჯაროდ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი დაეთანხმა.

2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიური ლაინერის ჩამოგდების შედეგად 298 ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ნიდერლანდების მოქალაქე იყო.

 

კომენტარები