ტერაქტი თურქეთში

თურქეთში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა

AFP

სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა თურქეთის ქალაქ სურუჩში აფეთქების შედეგად, ასზე მეტი დაშავდა. აფეთქება ადგილობრივი კულტურის ცენტრის ეზოში მოხდა, სადაც სირიაში, ისლამურ სახელმწიფოსთან საბრძოლველად მოხალისეთა შეკრება მიმდინარეობდა. თვითმხილველების თქმით, მათ აფეთქების წინ ორი სავარაუდო თვითმკვლელი ტერორისტი შენიშნეს. თურქული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ტერორისტი 18 წლის გოგონა იყო.

ქალაქი სურუჩი სირიის საზღვართან, ქალაქ კობანესთან ახლოს მდებარეობს, რომლისთვისაც გააფთრებული ბრძოლები ისლამურ სახელმწიფოსა და ქურთ მოხალისეებს შორის რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სავარაუდოდ, ტერაქტი სწორედ ისლამურმა სახელმწიფომ განახორციელა.  

 

კომენტარები