საოკუპაციო ხაზი

ბერძენიშვილი: მადლობა მინდა გადავუხადო აქციაში მონაწილე ჟურნალისტებს

...ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადო და დავუდასტურო განსაკუთრებული პატივისცემა იმ ქართველ ჟურნალისტებს, ვინც მყისიერად მივიდა და საკუთარი პროტესტი გამოხატა მაშინვე, როგორც კი ბანერი გაჩნდა. ეს იყო იმის დადასტურება და დემონსტრირება, რომ ქართული საზოგადოება ფხიზლად ადევნებს თვალს ოკუპანტის ქმედებებს... რაც შეხება პოლიტიკურად ანგაჟირებულ ორგანიზაციებს, ასევ ბარნოვის გუშინდელი რაღაც პოზიორობა კამერების წინ, ეს იყო უკვე პოლიტიკური ქმედება და არცთუ მაინცდამაინც ჭკვიანური და უხიფათო. ყველაფერს აქვს თავისი დრო, ერთი მხრივ, ძალიან კარგია, რომ მყისიერად ხდება პროტესტი ისე, რომ პროვოკატორ რუსულ მხარეს არ აძლევს საშუალებას, გაღრმავოს პროვოკაცია და მეორე არის, როდესაც რომელიღაც პოლიტიკური ძალა იქცევა ისე, რომ რუსეთის მიერ წარმოებულმა პროვოკაციამ ხორცი შეისხას...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი საოკუპაციო ზოლთან „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების გადმოწევის შესახებ, ტელეკომპანია იმედის გადაცემა რეაქციაში.

კომენტარები