გაზმომარაგება

ვაკისა და საბურთალოს ნაწილს დღეს გაზმომარაგება შეუწყდება

http://globe-views.com

ვაკისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება.

ყაზტრანსგაზ-თბილისის ინფორმაციით, 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული საშუალო წნევის ბუნებრივი აირის მაგისტრალური ქსელის ახალაშენებულ გაზსადენზე გადართვის გამო დღეს, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება ჭავჭავაძის გამზირის N#35 და #37, ყიფშიძის ქუჩის #13, აბულაძის ქუჩის, ბახტრიონის ქუჩის #30, ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის #1, 12, 17, 18, 19, 20, 22 და 23 კორპუსებს, აგრეთვე - საირმის გორაზე მდებარე შენობებს (სულ - 1700-მდე აბონენტს).

შპს ყაზტრანსგაზ-თბილისი ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მიუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები დაკეტონ. 

 

კომენტარები