აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე: ვერ მივიღებ მიდგომას, რომ რუსეთს არ დაველაპარაკოთ, არ გავიხედოთ იქით

თუკი არსებობს რაღაც ახალი საშუალება, რაღაც გამოუყენებელი რეზერვი რუსეთთან ურთიერთობებში, რომ ეს იქნას ამოქმედებული... მე ვერანაირად ვერ მივიღებ ასეთ მიდგომას, რომ არ დაველაპარაკოთ, გავაუქმოთ, არ გავიხედოთ იქით, დავხუროთ... ეს არის ჩიხური მიდგომა, ამიტომ, თუ რაღაც იქნება საინტერესო იდეა, მე ამის მომხრე ვარ, თუმცა ორმხრივ ფორმატს მეორე მხრიდან თანხმობის გარეშე ვერ შექმნი. 

პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე პრაღაში, გრიგორი კარასინთან შეხვედრაზე გამგზავრებამდე. შეხვედრა ხვალ გაიმართება.

კომენტარები