პოლიცია

სერგეენკო ლიკა კიკიანის საქმეზე: მჯერა, ყველაფერი დროულად გაირკვევა

ტაბულა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, მას სჯერა, რომ კლუბ ვიტამინის მენეჯერის ლიკა კიკიანის განცხადებაზე ყველაფერი დროულად გაირკვევა. ცნობისთვის, კიკიანის მტკიცებით, მას კუს ტბაზე პოლიციელებმა სცემეს. შსს-ს გენერალური ინსპექციის განცხადებით კი, ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა.

"საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და მოკვლევა, მჯერა, რომ ყველაფერი დროულად გაირკვევა და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა", - განაცხადა დავით სერგეენკომ და აღნიშნა, რომ კიკიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ფლობს.

"საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმის კურსში ყოფნა ჩემი საქმიანობის ნაწილია. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მე საქმის კურსში ვარ, თუმცა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი ნებართვის გარეშე ვერაფერს ვერ მოგახსენებთ", - თქვა სერგეენკომ.

 

კომენტარები